|
2017-08-16 18:54:24, 2794 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: კიმ ჩენ ინმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა მოხდებოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს გადაწყვეტილება მოუწონა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. კერძოდ კი, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება, გუამზე იერიშის განხორციელება დროებით გადაავადოს, დადებითად შეაფასა. როგორც ტრამპი წერს, კიმ ჩენ ინმა "ბრძნული და გაწონასწორებული გადაწყვეტილება მიიღო", რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა მოხდებოდა, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგი მოჰყვებოდა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებს, მტრული ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კუნძულ გუამიზე თავდასხმა განხორციელდება, ჩრდილოეთ კორეას ნერვიულობა მოუწევს და ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც ჯერ არავის უნახავს. ტრამპის თქმით, კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიმართ არასათანადოდ იქცევა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება. მას შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)