00:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 14:31:38, 2407 ნახვა

პოლიტიკა
ფხალაძე ე.წ. პასპორტიზაციაზე: იმ მოსახლეობის იზოლაციას ემსახურება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში აღმაშფოთებელს უწოდებს ე.წ. პასპორტიზაციის ახალი ეტაპის დაწყებას ოკუპირებულ აფხაზეთში.

პრეზიდენტის მრჩეველის  შეფასებით, უკიდურესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დგამს.

„უკიდურესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომლებსაც დგამს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ დიდი ხანია სხვადასხვა პერიოდული ე.წ. შესვენებებით. საკმაოდ დიდი ხანია, რაც რუსეთის ფედერაცია ებრძვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველაფერს ქართულს და რაც ადგილზე მყოფ მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ურთიერთობა ჰქონდეს ძირითად, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან. ეს ქმედებები სწორედ ემსახურება იმ მოსახლეობის იზოლაციას, რომელიც მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკვე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ეს აშკარად დარღვევა არის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების, ადამიანის უფლებების და ეს საკითხი ძალიან აქტიური ყურადღების ქვეშ არის და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მე მუდმივ კავშირზე ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პრეზიდენტის დავალებით, ისევე როგორც ჩვენ წარმომადგენლობებთან და მიუხედავად იმისა, რომ ახლა არის აგვისტოს თვე, როდესაც არ არის მაინცადამაინც დიდი აქტიურობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უკვე მისული არის ინფორმაცია, მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან იმისათვის, რომ ამ ქმედებებს მიეცეს ის შეფასება და რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებს გაეცეს ის პასუხი რაც აუცილებელია",-განაცხადა ფხალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics