13:41 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 10:33:15, 2314 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მაშველებს, შს მინისტრს და მოქალაქეებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  მადლობას უხდის მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის დროს, სამუშაო ურთულეს რელიეფზე შეასრულეს.

„შეუძლებელი შეძლეს და სულ რამდენიმე  საათში მოხდა ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა. ავიცილეთ თავიდან ცეცხლის გავრცელება  საცხოვრებელ მასივებზე, რაც ვფიქრობ, რომ გამორჩეული გმირობის  შედეგია. მინდა, კიდევ ერთხელ, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მაშველებს იმიტომ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა შს მინისტრთან და მაშველებთან ერთად, მადლობა გადაუხადა მოქალაქეებსაც, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ხანძარს ებრძოდნენ:

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მართლაც ძალიან დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და მაშველებთან ერთად ებრძოდნენ სტიქიას. ჩვენ გვახასიათებს ასეთ მომენტში ასეთი კონსოლიდაცია და ეს გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოავლინეს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი იყო. ხანძრის შედეგად 2 ჰექტარამდე ტყის მასივი დაიწვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics