|
2014-12-21 17:17:15, 5148 ნახვა
ეკონომიკა
გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი ამოქმედდა
გუდაურში პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი ამოქმედდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო პუნქტი პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა და მას მასპინძლობა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაუწია. სერგეენკოს განმარტებით, ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე მსგავსი სამედიცინო პუნქტი აქამდე არ არსებობდა, შესაბამისად, პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, ტრამვირებული დამსვენებლები თბილისში გადაჰყავდათ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სამედიცინო პუნქტის დათვალიერებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გუდაურში სტუმრები მშვიდად დაისვენებენ და მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმრების გაწევა პრობლემა აღარ იქნება. “ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ გუდაურში აშენებულიყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უამრავი ტურისტი სრიალებს და ბევრი ბავშვი ვარჯიშობს და წლების განმავლობაში მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმრების გაწევა პრობლემად რჩებოდა,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, სამედიცინო ცენტრში პირველადი დახმარების აღმოჩენასთან ერთად, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)