|
2017-08-01 15:02:40, 3458 ნახვა
Lifestyle
„ეს განვითარების საწინდარია“ - შემოსავლების სამსახურმა კომპანიას ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, კომპანია Construction Service-ს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი გიორგი გაბუნია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. გაბუნია ხელისფლებას ქვეყანაში ბიზნესთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის მადლობას უხდის. „7 წელი გახდება მალე მას შემდეგ რაც ჯარიდან გაძევებულებმა პატარა კომპანია დავაარსეთ და მეშვიდე წელს საგადასახადოც გვესტუმრა. სიმართლე მინდა ვთქვა ცოტას ვნერვიულობდი და დაძაბული ველოდებოდი შედეგს. გუშინ მივიღეთ შეტყობინება რომ დასრულდა შემოწმება და რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს აღმოჩნდა რომ ბიუჯეტში ამ წლების განმავლობაში ზედმეტად გადახდილი თეთრები გადათვალეს და უახლოეს დღეებში კომპანიის ბარათზე დაგვერიცხება 33 000 ლარი ! ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია, რადგან თანხის დაბრუნება კი არა, ათეულობით ჩემი ნაცნობს მცირე დარღვევებისთვის ციხეები აქვთ მოვლილი და დღესაც წაგლეჯილის გასტუმრებას ცდილობენ. გულწრფელად ვუხდი მადლობას იმათ ვინც ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი ადამიანური და მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა ქვეყანაში. ეს განვითარების საწინდარია!“, - წერს გიორგი გაბუნია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)