|
2015-04-24 10:11:49, 637 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას მოლდოვას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი – პოლკოვნიკი დორინ პურიჩე და დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაცია შეხვდა სასაზღვრო პოლიციის უფროსს ს/პ გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე. შეხვედრაზე მხარეებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა 2016-2017 წლების თანამშრომლობის გეგმას, რომელიც საზღვრის დაცვის დარგში ურთიერთდახმარებას, ექსპეტების დონეზე ინფორმაციის გაცვლას, წრთვნისა და გადამზადების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების პროფესიონალიზმის გაუმჯობესების მიზნით, სასწავლო ხასიათის კურსებს, შეხვედრებსა და სემინარებს ითვალისწინებს. მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)