|
2017-07-29 15:09:32, 1275 ნახვა
სხვადასხვა
„ელიავას“ მესაკუთრეები, მცირე და საშუალო მეწარმეები თბილისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავენ
“ელიავას” მესაკუთრეები, მცირე და საშუალო მეწარმეები თბილისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და "სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავენ. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „ქ. თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ‘სითი ინსტიტუტის” თანახელმძღვანელს, ბატონ მერაბ ბოლქვაძეს ცნობილია, რომ მიმდინარეობს საჯარო განხილვები უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო წრეებში ‘სითი ინსტიტუტის” მიერ შემუშავებული მიწათსარგებლობის გენ-გეგმის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომ დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საკრებულოს. ბატონმა მერაბ ბოლქვაძემ აღნიშნულ განხილვებზე რამოდენიმეჯერ გააჟღერა მზაობა გაითვალისწინოს შენიშვნები , შეხედულებები და მოსაზრებები საზოგადოების მხრიდან , რათა შემდგომში მოხდეს მათი ასახვა მიწათსარგებლობის გენ-გეგმაში. “ელიავას” ბაზრობაზე დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და აგრეთვე მესაკუთრეებთან დღემდე არ შემდგარა განხილვები მიწათსარგებლობის გენ-გეგმასთან დაკავშირებით, რათა გათვალისწინებულიყო იმ ადამიანების საზოგადოებრივი აზრი , რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქალაქის და კონკრეტულად, ამ ადგილის გალამაზებით, თავიანთი ოჯახების კეთილდღეობით და მათ მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე სხვისი ოჯახების კეთილდღეობითაც. სწორედ, მათი შრომითაც ფინანსდება აღნიშნული გენ-გეგმაც. ეს ის საზოგადოებაა, რომელიც მონაწილეობას იღებდა და იღებს არჩევნებში, რომელთა უკან დგანან ოჯახები, მეგობრები, ნათესავები. ელიავაზე დასაქმებულთა შორის არიან ტექნიკური და სხვა უნივერსიტეტების ყოფილი ლექტორებიც, რომლებიც სოციალურმა პირობებმა აქ მოიყვანა თავის სარჩენად. სხვა ბაზრობებზე დასაქმებულები აკვირდებიან და სოლიდარობას უცხადებენ ელიავაზე დასაქმებულთა აზრს, ხედვებს და მოსაზრებებს. როგორც “სითი ინსტიტუტის” სამოქმედო დოკუმენტშია ნათქვამი , მიწათსარგებლობის გენ-გეგმა უნდა იყოს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი (და არა უკმაყოფილებისა და უთანხმოების). ამრიგად, გათვალისწინებული უნდა იყოს “ელიავაზე” დასაქმებულთა და მესაკუთრეთა აზრიც, რათა ეს დოკუმენტი გახდეს კერძო სუბიექტების ინტერესების და სახელმწიფოს ურთიერთთანხმობის დოკუმენტი, როგორც ეს სივრცით მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონშია დაწერილი. ბატონო დავით, გთხოვთ, გვაცნობოთ უახლოეს დღეებში (ივლისის თვეში) შეხვედრის კონკრეტული დრო და თარიღი, საკრებულოში მიწათსარგებლობის გენ.-გეგმის წარდგენამდე და განხილვებამდე (ერთი თვით ადრე), კონკრეტული პუნქტის –“ელიავას” ტერიტორიის მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც თქვენთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან “სითი ინსტიტუტის” თანახელმძღვანელი ,ბატონი მერაბ ბოლქვაძე, ,”ელიავას” მეწარმეები და მესაკუთრეები, რათა გათვალისწინებული იყოს მათი შეხედულებებიც და ხედვებიც და მიწათსარგებლობის გენ-გეგმა გახდეს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი“, - ნათქვამია მიმართვაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)