07:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 14:33:20, 2438 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე: დადგება დღე და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს

„ზოგადად ძალიან უცნაურია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მიდის სხვა ქვეყანაში და იღებს მოქალაქეობას, გაკოტრებული პოლიტიკოსი დაინახა უკრაინის ხელისუფლებამაც“,-ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილს აბსოლუტურად კანონიერად ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, როცა მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

"უკრაინელი ხელისუფლების მხრიდან რაც წავიკითხე ისაა, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღებისას გარკვეული ინფორმაცია დამალა. შესაბამისად, მიიღეს კანონის მიხედვით გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმოქმედებენ კანონის შესაბამისად. რაც შეეხება, ექსტრადიციის საკითხს ამაზე არსებობს ჩვეულებრივი პროცედურები და ამ მხრივ არავინ არ იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. დადგება დღე და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. სააკაშვილს აბსოლუტურად კანონიერად ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, როცა მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ზოგადად ძალიან უცნაურია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მიდის და სხვა ქვეყანაში იღებს მოქალაქეობას. გაკოტრებული პოლიტიკოსი დაინახა უკრაინის ხელისუფლებამაც", - განაცხადა სუბარმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics