|
2017-07-27 13:23:06, 773 ნახვა
რეგიონი
ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტებს ამზადებს
პოპულარული ტელეკომპანია ევრონიუსი აჭარის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ევრონიუსის გადამღები ჯგუფი რეგიონს 4 დღით სტუმრობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროის მანძილზე ჟურნალისტებმა ბათუმის კულტურულ-ისტორიული და ტურისტული ღირსშესანიშნაოებები დაათვალიერეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულ ადგილებს სტუმრობდნენ. მათივე ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები ცალკე სიუჟეტს მიუძღვნიან შავი ზღვის ჯაზფესტივალს, რომელსაც აჭარა დღეიდან 30 ივლისამდე მასპინძლობს. აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტები გადაცემებში „Metropolitan” და “Cult” გავა. ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ევრონიუსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სტუმრობენ, რომლის შედეგადაც უკვე ერთი თვეა ტელეკომპანიის ეთერში აჭარის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს. ევრონიუსის გარდა რეგიონის ტურისტული პროდუქტების ამსახველი კლიპები BBC -ის ეთერით გადაიცემა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის სულხან ღლონტის განცხადებით, მსგავსი ვიდეორგოლებით ტურისტებს წინასწარ ექმნებათ ვიზუალური და ემოციური შთაბეჭდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის პოლიტიური იმიჯის ჩამოსაყალიბებლად. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეგიონის, ქალაქის შესახებ კონკრეტული ინფორმაციები პოტენციურ ტურისტებს, ვიზიტორებს სწორედ მსგავსი ავტორიტეტული ტელეკომპანიების საშუალებით მივაწოდოთ. მსგავსი ვიდეორგოლებით ტურისტებს წინასწარ ვუქმნით ვიზუალურ და ემოციურ შთაბეჭდილებებს, რაც მნიშვნელოვანია აჭარის პოზიტიური იმიჯის ჩამოსაყალიბებლად და საბოლოო ჯამში რეგიონში ტურისტების მოსაზიდად. ჯამში, ორივე კომპანია 158 ქვეყანას ფარავს, რაც ნიშნავს რომ რეგიონის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებსა და ტელერეკლამას მილიონობით ადამიანი ნახავს“,-განაცხადა ღლონტმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)