|
2015-04-23 15:07:37, 867 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ და ბელარუსმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ ხელი მოეწერეს საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ ასევე „საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო, „საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების გაწევას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, ასევე საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით. „სტატისტიკური მონაცემებით, ბელარუსი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. 2010-2014 წლებში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 303 850 200 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 142 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, ორ ქვეყანას შორის განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 2010-2014 წლებში - 132 000 აშშ დოლარი შეადგინა. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 47 ქვეყანასთან, ხოლო საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება 16 ქვეყანასთან მოქმედებს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)