|
2017-07-21 20:05:15, 933 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ინტელექტუალური თამაშების „რა? სად? როდის?“ ფესტივალი გახსნა
21-23 ივლისს V საერთაშორისო ღია თასს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?" ბათუმი მასპინძლობს. ფესტივალი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სასტუმრო „ეიფორიაში" გახსნა. ინტელექტუალურ თამაშში 400-მდე ქართველი, აზერბაიჯანელი, ბელარუსელი, გერმანელი, ესტონელი, ებრაელი, ლიტველი, მოლდოველი, რუსი, სომეხი, უკრაინელი და ჩეხი მოაზროვნე მონაწილეობს. ღონისძიებაზე სათამაშოდ მსოფლიოს არაერთი უძლიერესი მოაზროვნე ჩამოვიდა. საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 20 გუნდი დაიცავს. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე „რა? სად? როდის?" კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, „ბროლის ბუს" ორგზის მფლობელი - ალექსანდრ რუბინია. ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „Jeopardy!" და „ხამსა". აგრეთვე, შაბათს საღამოს, ფესტივალის პროგრამით„რა? სად? როდის?" ტურნირი გაიმართება სახალისო და იუმორისტულ შეკითხვებზე. კვირას, 23 ივლისს, საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში" ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს. ფესტივალი აჭარის ა.რ. მთვარობის მხარდაჭერით და პირადად მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პატრონაჟით ტარდება
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)