|
2017-07-21 16:46:17, 2163 ნახვა
საზოგადოება
ნინო ბურჭულაძე: „არემჯი გოლდმა“ რეალური სამოქმედო გეგმა უნდა დადოს
საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელი ნინო ბურჭულაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა კომპანია „არემჯი გოლდმა“ რეალური სამოქმედო გეგმა დადოს. ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუცილებელია კომპანია, კარგად დაწერილი პროგრამა წარმოადგინოს. „გარემოს დაცვის სამინისტრომ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა კომპანიამ დადოს რეალური სამოქმედო პროგრამა და კარგად დაწერილი გეგმა - გრაფიკი. გარდა ამისა თავად კომპანიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროცკი, რომელსაც გარემოზე უნდა ეზრუნა ხელისუფლების სხვადსახვა შტოების საშუალებით ცდილობდა თავი აერიდებინა კონკრეტულ ნაბიჯებს. 2016 წლის ზამთარში გარემოს დაცვის სამინისტრომ, კერძოდ, გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა კომპანიაში ერთგვარი ინსპექტირება, რომლის შედეგები საკმაოდ მძიმე და შემაშფოთებელია,“, - განაცხადა საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)