|
2017-07-20 16:18:34, 2579 ნახვა
სამართალი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო უწყების საქმიანობა დადებითად შეაფასა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წელს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ტერორისტული საფრთხეებისა და მათ წინააღმდეგ ქმედებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში ინტენსიურად იყო ჩართული და გლობალურ უსაფრთხოებაში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად დარჩა. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მთლიანად გააუმჯობესა თავისი საზღვრის უსაფრთხოება, ნაწილობრივ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მიზნის მისაღწევად. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საქართველოს კონტროლის არარსებობა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და ქვეყნის რთული რელიეფი ზღუდავს მის შესაძლებლობას, დაიცვას საზღვრები. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები იყენებენ კამერებს, ტერორისტების დაკვირვების სიებს და მგზავრთა მონაცემების წინაწარ ჩანაწერებს იმისათვის, რომ გამოვლენილ იქნას ტერორისტების პოტენციური გადაადგილება გამშვებ პუნქტებში; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, გამშვებ პუნქტებში უფრო სრულყოფილი ბიომეტრული და ბიოგრაფიული შემოწმება და საეჭვო პირების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების იმპლემენტაცია გააძლიერებდა ამ შესაძლებლობებს. დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველოს სანაპირო დაცვა უკეთესად არის აღჭურვილი, რათა განახორციელოს პატრულირება ქვეყნის საზღვაო საზღვრებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ხაზის გარდა. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ტრანსსასაზღვრო ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის სამხრეთის მეზობლებისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი) გაზიარება პოლიციის ატაშეების მეშვეობით, ასევე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სამუშაო დონის ურთიერთქმედებით.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)