23:46 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 19:56:47, 3407 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ მიმდინარეობს

„ქართული საქართველოსთვის“ - თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში" მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები დავით აღმაშენებლის ხატით 24-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარჯანიშვილის მეტროსკენ მიემართებიან. მსვლელობაში ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნებია, სასწრაფო წესით იქნას მიღებული ახალი საიმიგრაციო კანონი და ყველა არალეგალი დეპორტირებული იქნას საქართველოდან.

მსვლელობას ცოტა ხნის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორი „მოძრაობა ეროვნულების“ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძეა. მსვლელობის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო სოლიდარობის“ დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი და „მამული ენა სარწმუნოებას“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics