23:46 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 17:34:22, 2315 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაღებში, ბოლო მონაცემებით, 11000-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 საყოველთაო რეგისტრაციის მეორეე ტაპი დღეს 14 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყო და ტექნიკური შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, პირველ და მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულია 11 000-ზე მეტი აღსაზრდელი, ხოლო ვაკანტური რჩება 1300-ზე მეტი ადგილი.

მიმდინარეობს ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის www.kids.org.ge. –ს საშუალებით.

ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე კი საბავშვო ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოების მეშვეობით, მოხდება იმ აღსაზრდელთა დარეგისტრირება, რომელთა რეგისტრაციაც ვერ მოხერხდა ელექტრონულად. ამისათვის, მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ კონკრეტული საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას.

რეგისტრაციაში ასევე ჩართულია 5 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება და  1500-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics