02:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 13:45:01, 2823 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ამანდა პოლი: ყველამ იცის, რომ თუ საჭირო გახდა, რუსეთი მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა

"ევროპული პოლიტიკის ცენტრის" ანალიტიკოსის, ამანდა პოლის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.

როგორც პოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ იცის, რომ თუ საჭირო გახდა, რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა გამოიყენოს.

მისივე თქმით,  საქართველომ პრობლემების გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით უნდა გააგრძელოს.

"ჩვენ ვნახეთ, თუ რისი გაკეთებისთვის იყო რუსეთი მზად 2008 წელს, უდაოდ არავის სურს ამის გამეორება. ვიცით, რომ თუ საჭირო გახდა, რუსეთი მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა, გადაწყვეტის გზები უნდა მონახონ დიპლომატებმა, სამშვიდობო გზები და არა სამხედრო ძალის წნეხით. ამავდროულად ვხედავთ, რომ რუსეთი კვლავ წევს საზღვარს და საქართველოს ტერიტორიების კიდევ უფრო მეტ ნაწილს იკავებს. ვფიქრობ, ახლა საქმე საერთაშორისო საზოგადოებაზეა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში აჩვენონ შესაბამისი პასუხი, რომ დააწესონ რუსეთის მიმართ სანქციები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო. საქართველომ კი უნდა გააგრძელოს პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტა და არ მიიღოს ის ზომები, რაც მიღებულ იქნა 2008 წელს", - აღნიშნა პოლმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics