18:44 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 10:30:10, 857 ნახვა

რეგიონი
„ქართველთა მარშის“ პარალელურად, ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება

თბილისში დაგეგმილი „ქართველთა მარშის“ პარალელურად, დღეს, 20:00 საათზე, სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება.

„14 ივლისს, 8 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე “ქართველთა მარში” გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან!

გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები.

ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია.

გთხოვთ, პარასკევს, 14 ივლისს, სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად შემოუერთდეთ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილ მდუმარე აქციას და დააფიქსიროთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია!“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics