11:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 14:09:35, 2778 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
ელოშვილი: საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ის, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები გაუარესდა

ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროების უფლება, იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ მეორე მხარეს ამის სურვილი ექნება.

მინისტრმა განმარტა, რომ ორმხრივი დოკუმენტის გასაჯაროებას სჭირდება ორმხრივი მხარის თანხმობა.

„გაზპრომთან“ ჩვენი კონტრაქტი დასრულდა, როდესაც კონტრაქტი სრულდება მხარეები იწყებენ მოლაპარაკებას, მცდარია ის, ესაა შეცდომაში შეყვანა საზოგადოების, რომ პირობები გაუარესდა. პირობები უარესდება არსებულ კონტრაქტში, როცა კონტრაქტი მთავრდება იწყება ახალი მოლაპარაკებები, ახალი მოლაპარაკებების დროს ორივე მხარე ცდილობს თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები მიიღოს. დეტალებში არ წავალ, რამდენად მომგებიანი ან წამგებიანი იყო ეს კონტრაქტი ჩვენთვის. ვთქვი, რომ ეს არის ცივილური სამყარო, დღესდღეობით გადასულია იმ ფორმებზე, როგორც ეს კონტრაქტი. ჩვენ არ გვქონდა ის ბერკეტები, რომ ძალა გამოგვეყენებინა მეორე მხარის წინააღმდეგ, ან გვეთხოვა და მათი კეთილი სურვილიდან გამომდინარე დათანხმებოდნენ იმ პირობებზე, რომელიც გვეგონა, რომ მომგებიანი იყო ჩვენთვის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

ელოშვილის თქმით, საქართველო შეეცდება დაარწმუნოს პარტნიორები, რომ ნავთობისა და გაზის ნაკადებმა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს. მანვე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტში მივა და კითხვებს უპასუხებს. 

„ვაპირებ, რომ ვიყო საკმაოდ გახსნილი მინისტრი საზოგადოებისთვის მთავრობისთვის პარლამენტისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის“, - აღნიშნა ელოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics