|
2017-07-13 14:04:08, 2092 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ჩვენ უნდა გვახსოვდეს ქართველი მოწამეების ღვაწლი და თავდადება
სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო ლიტურგია დასრულდა. წირვის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრის მნიშვნელობაზე და მოციქულების ღვაწლზე ისაუბრა. "პირველი ტაძარი, რომელიც იყო აშენებული საქართველოში ეს იყო 13 მოციქულის სახელობის ტაძარი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მე მახსენდება მისი უწმინდესობის ეფრემ მეორის სიტყვები ხელში რომ აიღო ქართული მიწა და გამოსწურო ქართველი მოწამეების სისხლი გამოუვა მასო. აი ჩვენ უნდ გვახსოვდეს ის ღვაწლი, ის თავდადება რომელთაც დაიმსახურეს პატივისცემა და სიყვარული, 12-მა მოციქულმა და უპირველეს ყოვლისა ეს იყო სიყვარული. შემთხვევით არ არის, რომ იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქული ეწოდება. ჩვენ შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, რათა უფალმა მოგვანიჭოს შენდობა ცოდვათა ჩვენთა და დიდი წყალობა", - აღნიშნა პატრიარქმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)