02:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 11:47:41, 2763 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: რთულია, დეოკუპაციის პარალელურად აწარმოო რეფორმები, მაგრამ ჩვენ მაინც ვდგამთ ნაბიჯებს წინ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო იმყოფება გზაზე, რომელზეც ევროკავშირის მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება.

როგორც დოლიძემ ბათუმში, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ვიზის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო.

"ალბათ ძალიან რთულია, დეოკუპაციის და იმ სირთულეების პარალელურად, რომელიც დედაქალაქიდან და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში ხდება, აწარმოო რეფორმები, ნაბიჯები გადადგა წინ. არ არის ნამდვილად იოლი, მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად ვდგამთ ნაბიჯებს და მომავალშიც გადავდგამთ. ჩვენ რეალური წარმატებები გვაქვს. ვფიქრობ, რომ ვიზის ლიბერალიზაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პრაქტიკული ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ევროკავშირის მიერ. ვფიქრობ, რომ საქართველოს ენერგოგაერთიანებაში სრულფასოვანი გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ახლა ვიმყოფებით გზაზე სადაც გვინდა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა და მობილიზება გავუკეთოთ ამ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა მომავალი ნოემბრის ბრიუსელის სამიტი, იყოს როგორც პოლიტიკურად ასევე სხვადასხვა პრაქტიკული მიმართულებებით ნაყოფიერი საქართველოსთვის", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მან აღნიშნულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმატებით ასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics