03:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 16:35:33, 1011 ნახვა

რეგიონი
DCFTA იმპლემენტაციის ფარგლებში შუახევში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტში დღეს კერძო და საჯარო სექტორთან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების ჭრილში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმის გაძლიერებაა.

შუახევის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა.

შეხვედრის მონაწილეებმა DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროექტებზე, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ასევე ის გამოწვევები რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა უკეთ იქნას გამოყენებული DCFTA-ს შესაძლებლობები და ხელი შეეწყოს დასაქმებას.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ევროპული პროექტის ,,ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა" მხარდაჭერით გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics