22:35 - 07 Jul, 2026
|
2017-07-12 12:36:23, 2337 ნახვა
საზოგადოება
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა
თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო სამაშველო ბრიგადების მიერ ცეცხლი ამ დროისთვის სრულად არის ლიკვიდირებული. „ხანძარი არის ლიკვიდირებული. ძალიან პატარა ფართობზეა საუბარი 1 კვ. მეტრზე. ეს იყო თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენილი ხანძარი, რამაც სავარაუდოდ ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად იმყოფებოდა 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც მალევე მოახდინეს ხანძრის ლიკვიდირება“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)