|
2017-07-12 10:33:25, 2902 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს
„ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა. კითხვაზე - რატომ ეშინია სამართლებრივი პასუხისგების და რატომ გაურბის სამართლებრივ შეკითხვებს, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის იქნება ივანიშვილის პროკურატურისგან ყოველთვის შორს. მისივე თქმით, დღეს „საქართველოს ხელისუფლებაში ქურდული სამყაროა“. ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. მე შორს ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის პროკურატურისგან, მაგრამ ახლოს ვიქნები, როდესაც ქართველი ხალხი დამიძახებს. რომელ კანონზე ლაპარაკობთ, ვინმეს გახსოვთ ბაჩო ახალაია რომელი მუხლით ზის? ან რომელი მუხლით ზის ციხეში ვანო მერაბიშვილი? იმიტომ, რომ ასე უნდოდა ივანიშვილს. გიგი უგულავა რატომ გამოუშვეს? სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ უშვებდნენ. ”ქურდს შეაგინებ? - გამოდი მაშინ”, მათი აზროვნება არის ქურდული, მათი კანონები არის ქურდული. ამიტომ არის, რომ ისევ გახშირდა კრიმინალი”, - განაცხადა სააკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)