|
2017-07-11 15:49:30, 2679 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ჩვენებებით დასტურდება, რომ შორენა თეთრუაშვილი გასცემს დავალებებს, რომლებიც მის ფუნქციებში არ შედის
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღეს დაკითხულმა საპატრიარქოს ერთ-ერთმა იურისტმა განაცხადა, რომ მას შორენა თეთრუაშვილისგან ქონებრივ საკითხებზე არაერთი დავალება მიუღია. ფანცულაიას თქმით, აღნიშნული ადასტურებს, რომ თეთრუაშვილი გასცემს ისეთ დავალებებს და მითითებებს, რომლებიც მის ფუნქციებში არ შედის. შესაბამისად, ადვოკატის შეფასებით, არსებობს ლოგიკა იმაში, რომ სწორედ თეთრუაშვილმა სთხოვა მამა გიორგი მამალაძეს გველის შხამის მოძიება. „დაიკითხა საპატრიარქოს იურისტი, ისეთივე როგორიც ედიშერ ქარჩავაა. როდესაც ვკითხეთ, როგორც იურისტს მიუღია თუ არა შორენა თეთრუაშვილისაგან რაიმე დავალება, თქვა, რომ ქონებრივ საკითხებზე მისგან არაერთი დავალება მიუღია. როცა ვკითხეთ, რეფერენტს აქვს თუ არა ამის უფლება, პასუხი ვერ გაგვცა მარტივი მიზეზის გამო, რომ რეფერენტს არ აქვს უფლება ქონებრივ საკითხებზე იურისტს მითითებები და დავალებები მისცეს. ეს ადასტურებს, რომ თეთრუაშვილი გასცემს ისეთ დავალებებს საპატრიარქოში დასაქმებული ადამიანების მიმართ, რომელიც მის ფუნქციებში არ შედის“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. მისივე თქმით, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ ისაუბრა, თუ რა ფინანსური დარღვევები ჰქონდა კლინიკას და როგორ ხდებოდა დეკანოზის დირექტორობის დროს აღნიშნულის ეტაპობრივად გამოსწორება. „მოწმემ დაადასტურა, რომ მამა გიორგი მამალაძეს არანაირი ფინანსური ანგარების მოტივი არ ჰქონდა კლინიკის დირექტორობის შენარჩუნების“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის ნაცნობს, სოსო ნადარეიშვილს, რომელმაც დღეს სასამართლოში ჩვენება მისცა, ადვოკატის თქმით, ნადარეიშვილმა დაადასტურა, რომ მამა გიორგი მამალაძეს გველის შხამი ვინმეს მოსაკლავად არ სჭირდებოდა. „კანონიერ ფარგლებში იყო თხოვნა გველის შხამის თაობაზე, რომელიც შემდეგ არ განხორციელდა პრაქტიკაში და თხოვნა თხოვნად დარჩა“, - განაცხადა ადვოკატმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)