|
2017-07-11 15:14:00, 2692 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ
„ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ სწორ და თანმიმდევრულ გზას ვადგავართ“,-ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც ამიერკავკასიაში არასტაბილურობის პროვოცირება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით ხდება. დოლიძის თქმით, საქართველოში პარალელურად ზოგიერთი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერისგანაც ისმის მსგავსი განცხადებები. „ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩვენი კურსის, ჩვენი ქმედებების თანმიმდევრულობაში, სისწორეში. ე.ი. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ძალიან ცუდია და გულდასაწყვეტია ის, რომ მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული სწორი, თანმიმდევრული და ინტეგრაციის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნაბიჯების მიუხედავად, ლავროვი მაინც ამ სიტყვებით გველაპარაკება და ამგვარ განცხადებებს აკეთებს. ძალიან სამწუხაროდ პარალელურად საქართველოშიც ზოგიერთი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერის მხრიდანაც მომისმენია ამგვარი განცხადებები და ძალიან თანხვედრაში მხვდება ხოლმე“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)