|
2017-07-11 14:27:05, 2464 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდი ემიჯნება. როგორც კობახიძემ განმარტა, ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს საკუთარი ვიზიტები, პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. ,,ეს არის პარტიული ვიზიტი. ბუნებრივია ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან და ეს ვიზიტი არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. ეს არის პარტიული ვიზიტი, ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს საკუთარი ვიზიტები, პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ჩვენ ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ, მათ შორის დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვთან, რომელიც აცხადებს, რომ საქართველომ "ოკუპაციის შესახებ კანონი" უნდა გააუქმოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)