|
2017-07-10 15:52:13, 2152 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნატრიაშვილმა, თბილისში, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს ორგანიზებით ჩატარებულ სემინარში - „ორმხრივი თანამშრომობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“ მონაწილეობა მიიღეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობა, ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, სემინარის მონაწილეებმა ასევე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ წარმატებულ საერთაშორისო საპოლიციო და სამართლებრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს ორგანიზებული დანაშაულისა და ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილებაც გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერეს. შსს-ს წარმომადგენლები მათ ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ. სტუმრები შსს-ში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს. დელეგაციის წევრები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილებასაც ეწვივნენ. აღნიშნულ სემინარზე დასასწრებად საფრანგეთიდან თბილისში ჩამოვიდნენ საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი - ნიკოლას გონგორა, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენელი - ჟილ ვეინცი, საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის სტრატეგიული ანალიზის დანაყოფის უფროსი - სესილ ოჟერო, პარიზის პროკურატურის წარმომადგენელი - დამიენ ბრუნე, ნენსის პროკურატურის წარმომადგენელი - ჟან რიშე, საფრანგეთის შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორატის ევროპის ოფისის უფროსი - დავიდ ბისტუ, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე რუსეთის ფედერაციაში - სტივენ ლე ლუა, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე უკრაინაში - სტეფანე კროზე, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში - გურკან კარასუ, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკაში - ოლივიე რენო, საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი - გრეგორი გავრელი. (NS)
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)