|
2017-07-10 12:15:01, 2947 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში არ შეუშვა
ავსტრიამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ნიჰატ ზეიბეკის ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მინისტრი ავსტრიაში დაგეგმილ თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 1 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აპირებდა დასწრებას. როგორც მედია წერს, ქვეყნის საგარეო უწყებამ თურქეთის მინისტრის არ შეშვების მიზეზები უკვე განმარტა და აღნიშნა, რომ მისი ჩასვლა საზოგადეობრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ანკარას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, ავსტრიამდე თურქეთის ვიცე-პრემიერს ქვეყანაში ჩასვლაზე უარი უთხრა ჰოლანდიის მთავრობამ. მანამდე კი, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიფ ერდოღანს გერმანიაში თურქ ხალხთან სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)