|
2017-07-10 11:49:35, 833 ნახვა
რეგიონი
ფოთის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა
ფოთის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა. როგორც „ექსპრესნიუს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 44 წლის ქალბატონი ფოთის ევექსის კლინიკაშია გადაყვანილი: „10:39-ზე შემოვიდა გამოძახება და ეკიპაჟი მივიდა 10:42-ზე. 44 წლის ქალბატონი პირველადი დახმარების შემდეგ, გადაიყვანეს ფოთის ევექსის კლინიკაში. სასწრაფოს 3 ეკიპაჟია ადგილზე მობილიზებული. ამ დრომდე მოემსახურნენ 16 პაციენტს“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. ფოთის ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მას გამოძიება შეისწავლის, თუმცა მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი ხელოვნურად იყოს გაჩენილი. ჯერჯერობით ასევე უცნობია, მოვაჭრეთა რა რაოდენობის პროდუქცია გადარჩა. ბაზრობის დირექტორი ამბობს, რომ საქონელი დაზღვეული არ იყო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)