|
2017-07-10 10:48:34, 3079 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში ათასობით ადამიანმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანის მმართველობა გააპროტესტა
სტამბოლში მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. დემონსტრაციას წინ „სამართლიანობის მარში“ უძღოდა, რომელიც 15 ივნისს ანკარიდან დაიწყო და სტამბოლში მსვლელობით დასრულდა. აქციის მონაწილეები მასობრივ დათხოვნებსა და დაპატიმრებებს აპროტესტებენ, რომელიც გასული წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის მასშტაბით მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა აქციის მონაწილეები ტერორიზმთან კავშირში დაადანაშაულა. ამასთან, მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები, სახალხო-რესპუბლიკური პარტია, ოპოზიციური პარტიის საქმიანობის ჩარჩოებს გასცდა და საქმიანობას ტერორისტულ დაჯგუფებეთან ერთობლივად აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებით ქვეყნის მასშტაბით 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 140 ათასზე მეტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)