|
2017-07-08 18:34:47, 835 ნახვა
რეგიონი
აჭარასა და მოგილიოვს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
აჭარის მთავრობის დელეგაციის ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. ბელარუსის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის დელეგაცია მოგილიოვის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმირ დომანესკიმ მიიღო. დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2017-2019 წლებში ორმხრივი ურთიერთობების სამოქმედო გეგმას მოიცავს. ზურაბ პატარაძემ მოგილიოვის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად განიხილა თანამშრომლობის სფეროები. მოგილიოვის ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიური ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიმართულებით იქნება. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დიდია ინტერესი ბელარუსის რესპუბლიკიდან, კერძოდ, მოგილიოვის ოლქიდან აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მიმართ. ბელარუსი მეგობრები დაინტერესებულნი არიან ასევე სოფლის მეურნეობის და კულტურის დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელებით. მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაც თანამშრომლობის სწორედ ამ სფეროებს მოიცავდა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)