|
2017-07-08 13:26:39, 2695 ნახვა
მსოფლიო
მერკელი, პუტინი და მაკრონი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმდნენ
გერმანიის კანცლერი ანეგლა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, - აღნიშნული შეთანხმება ლიდერებმა "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში მიიღეს. ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. სამი ქვეყნის ლიდერმა 2015 წლის თებერვალში მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დორმანიული ოთხეულის სამი წევრი ქვეყანა შეთანხმა, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და მსოფლიო სტაბილურობის აღსადგენად უკრაინის კრიზისი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ყველა პუნქტი აუცილებად უნდა განხორციელდეს. "ლიდერებმა მისნკის შეტანხმება კიდევ ერთხელ განიხილეს. ყველა შეჯერდა იმ საკითხზე, რომ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლრესა და საფრანგეთის პრეზიდენტს თავისი პოზიცია დეტალურად გააცნო", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. სამიტს მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. ძირითადი საკითხები, რომლებიც სამიტის ფარგლებში განიხილება ტერორიზმთან ბრძოლა, უკრინის და სირიის კრიზისი და გლობალური დათბობაა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)