„მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის უარის თქმა არ იწვევს მის ექსტრადაციას “,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგზე  განაცხადა. 

" />
12:25 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 21:00:30, 2752 ნახვა

პოლიტიკა
რეხვიაშვილი: ჩაბუქისთვის თავშესაფრის სტატუსზე უარის თქმა მის ექსტრადიციას არ იწვევს

 „მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის უარის თქმა არ იწვევს მის ექსტრადაციას “,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ემრე ჩაბუქს აქვს სამინისტროს გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,  ჩაბუქს აქვს სამინისტროს გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.სასამართლო განხილვის ვადაში მას საქართველოს კანონმდებლობით უნარჩუნდება თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი.ამასთან, ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა არ იწვევს პირის ექსტრადიციას წარმოშობის ქვეყანაში. აღნიშნული ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია და თავშესაფრის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურა, რომელთან დაკავშირებითაც ცალკე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო და სასამართლო“,-განაცხადა რეხვიაშვილმა.

 შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics