11:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 14:27:56, 2717 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს.

როგორც პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, თუ დიალოგის ფორმატი არ შეიქმნება, მოწოდებები უბრალო განცხადებებად დარჩება. 

"ჩვენ ცალკეული განცხადებებისა და ურთიერთმოწოდებების ამარა რომ არ დავრჩეთ, ალბათ, უკვე საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. უახლოეს ხანებში, ალბათ ორშაბათს, იქნებ უკვე შეხვედრა გავმართოთ და დისკუსია დავიწყოთ და იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოვყალიბდეთ, რომელთა შესახებაც კონსენსუსზე მზაობაა, რადგან დღეს მნიშვნელოვანია და ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არ იქნება და დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ნუღარ დავაყოვნებთ, რაც უფრო მეტი განცხადება გაკეთდება, შესაძლოა, გაჩნდეს სხვადასხვა საკითხი და ამან საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვიოს. გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ და ჩამოვყალიბდეთ, რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუ დიალოგის ფორმატი არ შეიქმნება, განცხადებები განცხადებებად დარჩება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics