|
2017-07-07 12:55:26, 2666 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ველოდები პუტინთან შეხვედრას - ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას მოუთმენლად ელის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს და "დიდი ოცეულის" სამიტს ეხმაურება. "მოუთმენლად ველოდები მსოფლიო ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრების გამართვას, მათ შორის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას. ბევრი რამ არის განსახილველი", - წერს ტრამპი. კიდევ ერთ პოსტსში, ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოლებს. "მე წარმოვადგენ ჩვენს ქვეყანას კარგად და მისი ინტერესებისთვის ვიბრძოლებ. ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს. ჩვენ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით", - წერს დონალდ ტრამპი. ცნობისთვის, დღეს ჰემბურგში "დიდი ოცეულის" სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. სწორედ აქ შედგება დონალდ ტრამპისა და ვლადიპერ პუტინის პირველი შეხვედრა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)