|
2017-07-07 11:33:26, 2674 ნახვა
სამართალი კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: თუ არიან ოქრომჭედლები, რომლებიც ციანიდს არ იყენებენ, მათ ნამუშევრებს არ უნდა ენდოთ
„ციანიდი გამოიყენება ოქრომჭედლობაში - ოქროსთან, ვერცხლთან და სპილენძთან ერთად და მისი გამოყენება, ან არ გამოყენება ოქრომჭედელზეა დამოკიდებული“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საუბარი იმის შესახებ, რომ ნატრიუმის და კალიუმის ციანიდი ოქრომჭედლობაში არ გამოიყენება, აბსურდულია. „თუ არიან ისეთი ოქრომჭედლები, რომლებიც ციანიდს არ გამოიყენებენ, შემიძლია გითხრათ, რომ მათ ნამუშევრებს არ უნდა ენდოთ. ჩათვალეთ, ნახევარზე მეტი ოქრო არ იქნება და იქნება სპილენძი“, - განაცხადა რამიშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ციანიდი ოქრომჭედლობაში გამოიყენება. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ოქრომჭედლები და გამომძიებლები დაიკითხებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)