|
2017-07-07 09:45:52, 2713 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი და პუტინი დღეს ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰამბურგში დღეს შეხვდებიან, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი და ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ადასტურებენ. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპისა და პუტინის ორმხრივი მოლაპარაკებები არა სამიტის კულუარებში, ფეხზე დამდგარ ფორმატში, არამედ მაგიდასთან გაიმართება. არსებული ცნობით, პრეზიდენტები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ცნობისთვის, გერმანიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ჰამბურგი „დიდი ოცეულის“ სამიტს 7-8 ივლისს უმასპინძლებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)