|
2017-07-06 17:13:08, 2621 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინასა და სხვა რეგიონებში
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, რუსეთი საერთაშორისო არენაზე დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს ახორციელებს და მტრულად განწყობილ რეჟიმებს უჭერს მხარს. ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინასა და სხვა რეგიონებში დესტაბილიზაციური ქმედებები შეწყვიტოს. "რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინაში და სხვა რეგიონებში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მტრულად განწყობილი რეჟიმების, მათ შორის სირიისა და ირანის მხარდაჭერა. ამის ნაცვლად რუსეთი უნდა შეუერთდეს პასუხისმგებლიანი ერების თანამეგობრობას, იბრძოლოს საერთო მტრის წინააღმდეგ და დაიცვას ცივილიზაცია", - განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ხვალ ტრამპს ჰამბურგში ელოდებიან, სადაც ის „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ხვალ დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა გაიმართება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)