|
2017-07-06 16:00:14, 2737 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა თურქეთთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებას მხარი დაუჭირა
ევროკავშირმა ოფიციალურ ანკარას გაწევრიანების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების შეჩერების სანაცვლოდ ნებისმიერ სფეროში მხარდაჭერა შესთავაზა, თუმცა თურქეთის ელჩმა ომერ ჩელიკმა ევროგაერთიანების წინადადებას კატეგორიული უარით უპასუხა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. ელჩის განმარტებით მსგავსი მიდგომა ორივე მხარეს დააზარალებს. „თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შემდეგ, ევროკავშირს თურქეთის მიმართ სოლიდარობა არ გამოუხატავს, ახლა კი სურთ, საბოლოოდ ჩაშალონ მოლაპარაკებები. ეს ძალიან მცდარი ნაბიჯია“, - აღნიშნა ჩელიკმა. ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა თურქეთთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე თურქეთთან მოლაპარაკების დროებითი შეჩერების ანგარიშს მხარი 479 დეპუტატმა დაუჭირა, 37 კი წინააღმდეგი იყო. 107 დეპუტატმა კენჭისყრაზე თავი შეიკავა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთში რეფერენდუმის შედეგად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ პირველად ევროკავშირის ერთ-ერთმა ორგანომ, ქვეყანა რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ მოწოდება გააკეთა. არგუმენტად რეჯებ ტაიპ ერდოღანის მმართველობის პერიოდში დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა დასახელდა. ევროპარლამენტში ყურადღება თურქეთში სასამართლო სისტემასა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე განსაკუთრებულად გაამახვილეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)