|
2017-07-06 12:13:24, 2461 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ალავიძე თვითმმართველობის რეფორმაზე: კარგი იქნებოდა პრეზიდენტს ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს. მისივე თქმით, შემოთავაზებული ცვლილებებით დემოკრატიის ხარისხი არ მცირდება: „ჩვენ ბევრი კომენტარი გავაკეთეთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავის არაფერ სტატუსს არ ვართმევთ. არც არჩევითობას არ ვეხებით აბსოლუტურად. უბრალოდ, ვსაუბრობთ, რომ ერთ მუნიციპალიტეტში თელავიც და სოფლებიც ერთი მერის მიერ იგივენაირად ადვილად სამართავია, როგორც ეს ცალ-ცალკე. იმ ტერიტორიულ პრინციპს ვინარჩუნებთ, რაც საქართველოშია, მაშინ უნდა დავყოთ ყველა ქალაქი და სოფელი ერთმანეთისგან, რაც ჩვენ ვთვლით, რომ არ არის სწორი მართვის კუთხით. დემოკრატიის ხარისხს არ ვამცირებთ, პირიქით. სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს და ვიმუშავებთ ვეტოს დაძლევაზე. კარგი იქნებოდა, ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება“,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე" ვეტოს დადებას სთხოვენ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გამოიყენებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქის შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, მუნიციპალიტეტის რაოდენობის გაზრდამ ვერ გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების ხარისხი და ადმინისტრაციული ხარჯები გააორმაგა. აგრეთვე განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და კოდექსის მთელ ტექსტში, ტერმინი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ შეიცვალა ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)