|
2017-07-06 10:59:30, 3168 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი: დასავლურმა სამყარომ საქართველოში შეცდომა დაუშვა და რუსეთმა არასამაგალითო გაკვეთილი მიიღო
ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე ჰელსინკის აქტზე დაფუძნებული საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვას ცდილობდა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა Euronews-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება თავად აირჩიოს, ვისთან უნდა ჰქონდეს საქმე და ვისთან ითანამშრომლოს. „ვფიქრობ, საქართველოში დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა და რუსეთმა არასამაგალითო გაკვეთილი მიიღო. მანამდე, როდესაც პრეზიდენტი იყო დმიტრი მედვედევი, იყო მოლპარაკებების მცდელობა, თუმცა, შემდეგ საქართველოში რუსეთმა დაინახა, რომ თუ ხისტად იმოქმედებდა, რეაქცია არ იქნება საკმარისად მწვავე. ამას სტიქიურად მოჰყვა ყირიმი. შემდეგ კი, ვფიქრობ, ყველამ იცის - რა მოხდება შემდეგ. ეს არის საშიშროება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს გადაყვეტილება და ეს უფლება დაცული უნდა იყოს", - აღნიშნა კალიულაიდიმ. ცნობისთვის, ესტონეთი 1 ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო გახდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)