|
2017-07-06 10:24:07, 2715 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელის პრეზიდენტის მხარდამჭერები პარლამენტში შეიჭრნენ და ოპოზიციას თავს დაესხნენ
ვენესუელის პარლამენტში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები შეიჭრნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, არეულობა იმ დროს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტი ვენესუელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდიოდა. მედიის ცნობით, ეროვნული ასამბლეის შენობასთან აქცია დაიწყო, მოგვიანებით კი მისი მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ. შედეგად, რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის შენობაში 350–მდე ადამიანი აღმოჩნდა ბლოკირებული. შეგახსენებთ, რომ ეს ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. პარალელურად კი ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენიდან ყუმბარები დაუშინეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა. მომხდარი პრეზიდენტმა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)