|
2017-07-06 09:47:18, 2686 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
რუსეთის საგარეო: თბილისის ბრალდება, რომ სამხრეთ ოსეთი სასაზღვრო ნიშნებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში ამონტაჟებს, პროვოკაციაა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ სასაზღვრო ნიშნების გამო გამოთქმულ პრეტენზიებს აბსურდულს უწოდებს, - ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, აღნიშნული საკითხის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განხილვის შემთხვევაში გამოააშკარავებს, რომ თბილისის ყველა ბრალდება ყალბია. გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ „საქართველოს ხელისუფლების ბრალდება, რომ სამხრეთ ოსეთი სასაზღვრო ნიშნებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში ამონტაჟებს, არის ინფორმაციული პროვოკაცია“. "თბილისის ეს განცხადებები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძეს შორის 7 ივლისს პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ ისმის. სამწუხაროა, რომ როგორც ხშირად ხდება, პრაღის შეხვედრის წინ უარყოფით ფონს ქმნის, საინფორმაციო პროვოკაცია. რაც შეეხება პრაღაში დაგეგმილ შეხვედრას, მის ფარგლებში გაგრძელდება პრაქტიკული საკითხების განხილვა, რაც აუცილებელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის და კავშირების განვითარებისთვის ვაჭრობის, ტრანსპორტის და ჰუმანიტარული კონტაქტების სფეროში. მხარეები ასევე განიხილავენ ე.წ. საბაჟო ადამინისტრირების მექანიზმსა და რეგიონული ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების რეალიზაციის შესაძლებლობეს. ამ კუთხით შვეიცარიის შუამავლობით უკვე შესრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები. არსებობს კონტრაქტების ხელმოწერაზე გადასვლის რეალური შესაძლებლობა, რაც საჭიროა შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისთვის. ვიმედოვნებთ, რომ თბილისი მიაწვდის რუსეთს, მოსკოვის მიერ დიდი ხნის წინ მოთხოვნილ განმარტებას საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების საბაჟო გაფორმების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)