19:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 09:41:22, 2130 ნახვა

საზოგადოება
გონიოში, ზღვაში 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ

გონიოში, ზღვაში 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ.

მამაკაცი გუშინ, ზღვაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. უამინდობის მიუხედავად, სამაშველო სამსახურები სამძებრო სამუშაოებს თითქმის  მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. მისი ძებნა დღეს განახლდა. დაკარგული ადგილობრივი მკვიდრია. 

პარალელურად, მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე 45 წლის კობა ბაკურიძის ძებნა განაახლეს, რომელიც ზღვაში 2 დღის წინ გაუჩინარდა.  

შეგახსენებთ, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ 10 ადამიანი გადაარჩინეს. შტორმის გამო ბანაობის აკრძალვის მიუხედავად,  ისინი არ დაემორჩილნენ წესებს და ზღვაში ჩავიდნენ. უმრავლესობა ნასვამ მდგომარეობაში იყო. სამაშველო სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ბანაობა დღესაც აკრძალულია. შტორმს სინოპტიკოსები ხვალისთვისაც ელოდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics