|
2017-07-05 12:07:24, 2668 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რურუა: ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც სპიკერის პოზიცია უკავია, არ ესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა, უვიცია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის ისტორია არ იცის და ვერ ხვდება, რომ კონსტიტუცია ერთი პარტიის წესდება არ არის. როგორც რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის განხილვის შეჩერება და საკონსტიტუციო პროცესის თავიდან დაწყებაა. რურუას განცხადებით, კომპრომისი ოპოზიციამ კი არ უნდა შესთავაზოს, არამედ კომპრომისი ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რომელმაც „ოლიგარქიული, ყოვლად უვარგისი კონსტიტუციის მოდელი სცადა მოეხვია საზოგადოებისთვის თავზე“. „საზოგადოებამ ეს არც მიიღო და არც მიიღებს. კომპრომისი ამ წუთას არის ერთი რამ - მთელი პროცესი დაიწყოს თავიდან. თუ იქნება ნება და მიხვდება ივანიშვილი, რომ ამ კონსტიტუციას არ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან ეს არის ერთი პარტიის მიერ ხელების გრეხვით შექმნილი და მიღებული, ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან. მთავარი არის ნება, რომელიც არ ეტყობა ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც უჭირავს სპიკერის პოზიცია. მას თავიდან ბოლომდე არ ესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა. ის არის უვიცი“,-განაცხადა ნიკა რურუამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)