09:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 09:35:43, 2216 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: სააკაშვილის როლს შეაფასებს ისტორია, მე მასთან კითხვები არ გამაჩნია

„მე ბატონ სააკაშვილთან კარგა ხნის პოლიტიკური დაპირისპირება მაკავშირებს პირველი დღეებიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნისა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა.

„მე ბატონ სააკაშვილთან კარგა ხნის პოლიტიკური დაპირისპირება მაკავშირებს. პირველი დღეებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნისა.  ურთიერთობა სააკაშვილთან დავამთავრე მაშინ, როდესაც მან დაამთავრა პოლიტიკური მოღვაწეობა. პოლიტიკურად ჩვენ შორის ურთიერთობა დამთავრდა, როდესაც მან შეწყვიტა პრეზიდენტობა და მე ვერ ვხედავ საჭიროებას მასთან დიალოგის. ის არის საქართველოს ორჯერ პრეზიდენტი, მის როლს შეაფასებს ისტორია, მე მასთან კითხვები არ გამაჩნია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლის შემდეგ მასთან დაგეგმილია შეხვედრა, თუმცა საუბარი არა მიხეილ სააკაშვილს ექსტრადირებას, არამედ ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეხება.

„ჩემთან ამ საკითხზე, ბუნებრივია, არც ყოფილა დაგეგმილი და მე ამ საკითხის წამოწევას არანაირად არ ვფიქრობ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics