20:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 19:27:02, 2582 ნახვა

სამართალი
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ვადა ამოიწურა - დეკანოზი პატიმრობაში რჩება

მამა გიორგი მამალაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ორთვიანი ვადა ამოიწურა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგი მამალაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.

დაცვის მხარე დეკანოზის პატიმრობაში დარჩენის საფუძველს ვერ ხედავს.

ადვოკატებმა მოსამართლეს მამა გიორგი მამალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული საკითხი უარყოფითად გადაწყვიტა.

„ავტომატურად მოხდა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა. დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, რათა გათავისუფლებულიყო მამა გიორგი მამალაძე გირაოთი. მზად ვიყავით დეკანოზს სახლი ჩაედო, სადაც მისი სამი მცირეწლოვანი შვილი და 12 ადამიანი ცხოვრობდნენ და ქუჩაში არ დატოვებს მათ. გიორგი მამალაძეს მიმალვის საფუძველი არ აქვს, რადგან საქმეზე მართლდება. სამწუხაროდ, დღეს არ გადაწყვიტა აღკვეთის ღონისძიების საქმე დადებითად მოსამართლემ, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, უახლოეს პროცესებზე თვითონ მივა მოსამართლე იმ დასკვნამდე, რომ შემოდგომამდე არაა დალოდება აუცილებელი გირაოს შესაფარდებლად, რადგან ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, არცერთი ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენებით არ იკვეთება, რომ მამა გიორგი მამალაძე ვინმეს მკვლელობას ამზადებდა.

ე.წ. ციანის საქმეზე მომდევნო პროცესი 7 ივლისს, 11:00 საათზე, კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics