|
2017-07-04 11:26:19, 2828 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - „კიმ ჩენ ინს მეტი საქმე არ აქვს?! ჩინეთი ამ აბსურდს ბოლოს მოუღებს“
ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რაკეტა ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროდან გაუშვეს, მან 37წუთი იფრინა, რა დროსაც 900 კილომეტრის მანძილი დაფარა და იაპონიის ზღვაში, ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა. როგორც მედია წერს, ოფიციალური ტოკიო მომხდარს გაერო-ს უშიშროების რეზოლუციის დარღვევად მიიჩნევს. ფხენიანის ქმედებას სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ გამოცდებს სეული, ტოკიო და პეკინი აღარ შეურიგდებიან. "ამ ბიჭს (კიმ ჩენ ინს) მეტი საქმე არ აქვს?! სავარაუდოდ ჩინეთი სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს და ამ აბსურდს ბოლოს მოუღებს", - დაწერა ტრამპმა Twitter-ში. ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ უკვე 11 რაკეტა გაუშვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)