17:02 - 07 Jul, 2026
|
2017-07-03 12:47:21, 1943 ნახვა
საზოგადოება
ივნისში საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 28.5%-ით, ხოლო ტურისტთა რიცხვი 43%-ით გაიზარდა. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ივნისში საქართველოს 667 000-მდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147 000-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. წლის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა. ასევე, პოზიტიური მაჩვენებელი შენარჩუნდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)