|
2017-07-03 11:17:44, 2027 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს. "ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენ ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო. მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)